კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

02/03/2017

კახეთის გზატკეცილზე, ორხევის ხიდიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით, საავტომობილო გზის (1,7 კმ.) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერი დავით ნარმანია სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად პირადად იმყოფებოდა ადგილზე, სადაც სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, იყო დაზიანებები და აღნიშნულიდან გამომდინარე დაიგეგმა შესაბამისი სამუშაოები. დაახლოებით, ერთი კილომეტრი და 700 მეტრი გზა კეთდება აეროპორტიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით, რათა გადაადგილება იყოს უსაფრთხო და კომფორტული. ამდენად, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, 20 000 მ2 ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0