კახა კუჭავა ფრაქციის – „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა

14/05/2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ფრაქციის – „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული იმპლემენტაცია და პოლარიზაციის შემცირება იყო. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გარდა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და აღინიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა პარლამენტში აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა პარლამენტის მუშაობაში აქტიური ჩართულობისა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას. პოლიტიკური გაერთიანების – „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0