კახა კუჭავა სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

02/06/2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკსა და პარლამენტს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და ამ მხრივ ყურადღება სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.

„სებასტიან მოლინეუსთან დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკსა და პარლამენტს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ მხრივ არსებობს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეხვედრაზე აღინიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები. პარლამენტის თავმჯდომარემ მოლინეუსს მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0