საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა. შეხვედრაზე, საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა მიმოიხილეს და ამ ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო დელეგაცია საფრანგეთს ეწვევა.
კახა კუჭავა საფრანგეთის ელჩს შეხვდა
07/06/2021