კახა კუჭავა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს შეხვდა

08/06/2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს, გიორგი პერტაიას შეხვდა. სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროკავშირის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების „ევროპალატის“ წევრია და ძირითადად, რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს. როგორც შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მნიშვნელოვანია ამ ადამიანების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ პარლამენტი მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და განხორციელებული რეფორმები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მნიშვნელობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0