საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გააქტიურებაზე გამახვილდა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ბიზნესასოციაციებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით საქმიანობაში, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. საუბარი შეეხო გლობალური პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მისი თქმით, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება.
კახა კუჭავა ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა
29/06/2021