კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

09/12/2021

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ყურადღება 2021 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამახვილდა. საუბარი, ასევე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარემ მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგი და დაგეგმილი აქტივობები გააცნო. კახა კუჭავამ თანამომხსენებლებს საქმიანობისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0