საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს, USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელს, ადამ შმიდტს და USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის პროექტების მენეჯერს, რუსუდან ტაბატაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. მხარეებმა, ასევე, USAID-ის გეგმები მიმოიხილეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი შეეხო ევროკავშირის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის დროულ და სრულყოფილ იმპლემენტაციას.
კახა კუჭავა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორს შეხვდა
28/05/2021