ქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკა; სატრანსპორტო პოლიტიკა; ეკოლოგიური პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა; ეკონომიკური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა – ეს ის ძირითადი, პრიორიტეტული მიმართულებებია, რომლებზე მუშაობასაც “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. კახა კალაძემ დღეს საკუთარი პროგრამული ხედვები წარადგინა.
კახა კალაძის პროგრამული ხედვების პრეზენტაცია გაიმართა

04/09/2017