კახა კალაძე იტალიური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

21/05/2018

იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე იტალიური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის განათების სისტემის ენერგოეფექტური სანათებით ჩანაცვლების პერსპექტივები განიხილეს. კახა კალაძის განმარტებით, თბილისის მერია აქტიურად მუშაობს, რათა დედაქალაქში არსებული განათების სისტემა თანამედროვე ენერგოეფექტური სანათებით ჩანაცვლდეს, რაც მისი თქმით, ელექტროენერგიისა და მასზე გაწეული ხარჯების დაზოგვის გარდა, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და მერების შეთანხმების შესრულების წინაპირობაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0