კახა კალაძე ვეძისის, ზაქარიაძის ქუჩის და ვაშლიჯვრის მოსახლეობას შეხვდა

12/10/2017

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვეძისის, ზაქარიაძის ქუჩის და ვაშლიჯვრის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.
კახა კალაძემ ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სამი მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას და განვითარებას, ასევე, მშენებლობის სტანდარტების დახვეწას.
თბილისის მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციასა და რადიოქალაქის გაშენებაზე. კახა კალაძის განცხადებით, ეს იქნება საუკეთესო სივრცეები როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებისთვის. მისივე თქმით, ქალაქის ერთიანი ურბანული განვითარების გეგმა ითვალისწინებს საცობების პრობლემის გადაჭრასაც.
„არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ნაკადებს, შესაბამისად, დაიდება კონკრეტული გეგმა, თუ რომელი არის ცხელი წერტილი და რა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული მის აღსაკვეთად და რა პროექტები უნდა განხორციელდეს “, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0