კახა კალაძე ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომების ოთხტომეულის პრეზენტაციას დაესწრო

27/01/2018

თბილისის მერი კახა კალაძე, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომების ოთხტომეულის პრეზენტაციას დაესწრო.
მრავალტომეულის გამოცემაზე მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ 2016 წლიდან დაიწყეს. ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომების პირველი და მეორე ტომი თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა.
გამოცემები, ძირითადად, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ჩატარებული ექსპედიციების მასალებს და კვლევებს მოიცავს, რომელსაც ასევე თანდართული აქვს ფოტომასალა მეცნიერის პირადი არქივიდან.
მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის ნაშრომების გამოცემა სულ 12 ტომად იგეგმება. მომდევნო ორი ტომის გამოცემას კვლავ თბილისის მერია დააფინანსებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0