მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ სოფელ წიფლავაკეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რეაბილიტაციას, საავტომობილო გზის 1300 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება. გზის საფარის აღდგენა, ბეტონის საფარით ხდება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 145 976 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შპს „მიმდემი“ ახორციელებს. სოფელ წიფლავაკეში, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში, წიფლავაკეში დღემდე 5 კოლომეტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. კახაბერ მახათაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნუგზარ ფერაძემ, მერის მოადგილემ, დავით ჩირგაძემ და ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.
კახაბერ მახათაძემ სოფელ წიფლავაკეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
13/07/2018