კასპში 500 ადამიანზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. სპორტსკოლის შენობა 2 სართულიანია, შენობის საერთო ფართი 230 მ𝟚. სპორტსკოლა აღიჭურვა ახალი საშხაპეებით, გასახდელებით, ოთახები სველი წერტილებით. საფეხბურთო სტადიონზე დამონტაჟდა ტაბლო და სპორტული განათება, პრეს-ლოჟა და ორი 14 ადგილიანი გადახურული სათადარიგოთა სკამები. მოეწყო ორი 20 კაციანი გასახდელი უფროსებისთვის, ასევე ორი 18 კაციანი გასახდელი ბავშვებისათვის
განისაზღვრა სახანძრო უსაფრთხოებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური ადგილები, მოეწყო პარკინგი, გამწვანების ზოლი. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
კასპში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა
25/11/2019