კასპის მუნიციპალიტეტში კალიის საწინააღმდეგო წამლობა ტარდება

03/07/2020

სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის მიმდებარე ტერიტორიაზე კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს. ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუშავდება. აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში – კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე, თბილისის შემოგარენში ამ დროისთვის დამუშავებულია 26 000 ჰექტარი ფართობი. იმ ტერიტორიებზე, სადაც კალიის გავრცელების კერებია დაფიქსირებული, ღონისძიებები საჭიროებისამებრ გაგრძელდება. კალიის საწინააღმდეგო წამლობა სახელმწიფო პროგრამის – „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“, ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება. აღნიშნული ღონისძიებები იცავს მწვანე საფარსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს განადგურებისაგან და თავიდან გვაცილებს ეკონომიკურ ზარალს. მავნებლის წინააღმდეგ უკანასკნელ წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, კალიის პოპულაცია რეგულირებადია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0