კასპის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კამპანიაში „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც 16, 17 და 18 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქიდან გასასვლელი საავტომობილო გზის მონაკვეთი დაასუფთავეს. დასუფთავებისას დაგროვილი ნარჩენის გატანა კი აიპი „კასპის კეთილმოწყობა“-მ უზრუნველყო. კასპის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოგმართავთ მოსახლეობას – ნუ დავყრით ნარჩენებს ნაგვის ურნის მიღმა, გავუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს, უნიკალურ ბუნებას და იმ ადამიანების შრომას, ვინც თქვენთვის სუფთა ქუჩებით გადაადგილებას უზრუნველყოფს.
კასპის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა
16/09/2022