კასპის მუნიციპალიტეტსა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

28/03/2023

კასპის მუნიციპალიტეტი და USAID-ის “ძლიერი სოფლის” პროგრამა პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, რაც თემების მხარდაჭერას მთელი რეგიონის მასშტაბით ითვალისწინებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და USAID-ის
“ძლიერი სოფლის” პროგრამის ხელმძღვანელმა, დინა კარიჩმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც მუნიციპალიტეტსა და პროგრამას შორის თანამშრომლობის პირობებს განსაზღვრავს. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი და კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მემორანდუმი, USAID-ის “ძლიერი სოფლის” პროგრამასა და კასპის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის პირობებს მოიცავს, რაც გულისხმობს მუნიციპალური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას. პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. პარტნიორობის ფარგლებში, USAID მხარს დაუჭერს კასპის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში და ეკონომიკური და სხვა სახის რისკებთან გამკლავების უნარების განვითარებაში. აღნიშნული პარტნიორობა ინკლუზიური, მდგრადი და კერძო სექტორზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა და კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. ხელმოწერილი მემორანდუმი ჩვენს საერთო მიზანს ემსახურება, რომლის ფარგლებში ხელს შევუწყობთ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0