კარგი იქნება, თუ გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერი იქნება

05/04/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპეტენტური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია, ამიტომ კარგი იქნება, თუ იქ „ქართული ოცნების“ ლიდერი იქნება. ასე გამოეხმაურა თამარ სანიკიძე არსებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 14 მაისს დაგეგმილ ყრილობაზე, „ქართული ოცნება“ ლიდერად გიორგი კვირიკაშვილს აირჩევს.

„თუკი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იქნება პარტიის ლიდერი, ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან ის არის ძალიან კომპეტენტური, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი და კარგად ხედავს იმ პრიორიტეტებს, რისი მიდევნების შემთხვევაში შეიძლება ქვეყანა კარგად განვითარდეს. ამიტომ, მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე ინფორმაცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შესახებ, სანიკიძემ უპასუხა, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს. განათლების მინისტრმა ასევე არ იცის, თუ ვინ განიხილება პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის პოსტზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0