კარასინის განცხადება აგრესიულია და შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებზე მიუთითებს

16/03/2016

გია ვოლსკი კარასინის განცხადებას აგრესიულს უწოდებს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, კარასინის მიერ გაკეთებული განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებზე მიუთითებს.

“კარასინის განცხადება აგრესიულია. შიდა საქმეებში, ჩარევის ნიშნებია მის განცხადებაში. თითქოსდა ავიწყდება კიდეც, რომ საქართველოს ტერიოტრიები, რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ვფიქრობ, გულწრფელობისგან შორსაა, ემოციისგანაც დაცლილია. გარკვეული ორიენტირები აქვს გაკეთებული. წინა საარჩევნო პერიოდში ასეთი განცხადებები იმატებს. მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება გადაწყვეტს პარლამენტის შემადგენლობას, ორიენტირებსაც. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიციები აქვს და მოლაპარაკებები რუსეთთან, მნიშვნელოვანია და ამავე დროს არანაირად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსს არ ცვლის. ამიტომ ვფიქრობ ეს განცხადება არ ეკუთვნის მთლად დიპლომატს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0