საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ეს შეფასება მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, რადგან ამ შემთხვევაში, სახელმწიფო სანდოობის მხრივ უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებს, მეორე მხრივ, OECD-ის ანგარიშს მნიშვნელობას ანიჭებენ ინვესტორები, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში საგადასახადო ინფორმაცია დაცულია და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს
18/03/2016