კანონით დადგენილი ვადებით, ბოლო დღემდე მე ვიქნები მინისტრი

05/09/2016

კანონით დადგენილი ვადებით, ბოლო დღემდე მე ვიქნები მინისტრი, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას აქვს კონკრეტული ვადა, რა ვადაშიც უნდა დატოვოს პოსტი.
რაც შეეხება მინისტრის შემცვლელს, დანელიამ აღნიშნა, რომ მომავალი მინისტრის ვინაობას პრემიერ-მინისტრი დაასახელებს.

„ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მომავალი მინისტრი, მე ვერ გეტყვით, რადგან გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოვალეობას შეასრულებს ჩემი პირველი მოადგილე, ვინაიდან პროცედურებით ეს ასეა გათვალისწინებული“, – განაცხადა დანელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0