კანონიერი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს

03/07/2017

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ხ.ხ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ხ.ხ. 2014 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. ბრალდებული 2014 წლიდან საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „ქურდულ გარჩევებში“.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0