კამპანიას “ნუ მოჭრი-მორთე” კომპანია iTechnic-ი შეუერთდა

23/12/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანია – „ნუ მოჭრი – მორთე“ დაიწყო. კამპანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. სამინისტროს ინიციატივას კერძო კომპანიები შემოუერთდნენ. დღეს კომპანია iTechnic-ის თანამშრომლებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვის ხე მორთეს. კამპანიას უკვე შემოუერთდა 10 კერძო კომპანია, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეებს საახალწლოდ გააფორმებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0