ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ენერგეტიკული თვალსაზრისით, საქართველო გარკვეულწილად, რუსეთზეა დამოკიდებული.
როგორც კალაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ენერგეტიკულ სექტორში რუსეთთან კარგი, გამართული, მეგობრული ურთიერთობა აქვს და ის ამ ურთიერთობის დანგრევას არ აპირებს.
„ჩვენდა სამწუხაროდ, დამოკიდებული ვართ გარკვეულწილად, ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთზე. ჩვენ წლების განმავლობაში ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთის ფედერაციიდან, რადგან ჩვენს რეგიონში არსებულ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე საუკეთესო ფასად გვაწვდიან ისინი ელექტროენერგიას.
ეს ჩემს მიერ დაწყებული ურთიერთობები არ არის. ეს არის ჩემი წინამორბედი მინისტრების მიერ აშენებული ურთიერთობები. ენერგეტიკულ სექტორში მართლაც კარგი, გამართული, მეგობრული ურთიერთობაა და არ ვაპირებ ამ ურთიერთობის დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები გარკვეული წლების განმავლობაში აშენებდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.