დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებაა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, თელავის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი – გელა სამხარაული, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ალექსანდრე შათირიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – პაატა გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი კახეთის მხარეში – ირაკლი ქადაგიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ჩვენთან საუბრისას, ალექსანდრე შათირიშვილმა აღნიშნა, რომ “ქვევრის სკოლა-სახლში” ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება უკეთ გაეცნოს ქართულ ტრადიციებს, შეისწავლოს ქვევრის დამზადების ხელობა და ქვევრის ღვინის დაყენების კულტურა.
იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა
22/09/2016