იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 ახალი მოსამართლე დანიშნა

15/07/2016

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებს 12 საათის განმავლობაში კენჭს უყრიდნენ. საბჭომ 65 ვაკანტურ ადგილზე, მოსამართლეობის 122 კანდიდატიდან 44 მოსამართლე დანიშნა, აქედან 9 იუსტიციის სკოლა დამთავრებულია, 21 კანდიდატი მოქმედი, ხოლო 14 კანდიდატი ყოფილი მოსამართლე იყო. მოსამართლეები უფლებამოსილების შესრულებას 2016 წლის 25 ივლისიდან შეუდგებიან.

გთავაზობთ მოსამართლეების სრულ სიას:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – გიორგი გოგიაშვილი, ირაკლი შენგელია, მირანდა ერემაძე.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – თამარ ალანია, გოგიტა თოთოსაშვილი, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, ვანო წიკლაური, დიანა ბერეკაშვილი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – მაია თეთრაული, მარინა ხოლოაშვილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია – მერაბ გაბინაშვილი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – დიმიტრი გვრიტიშვილი, სიმონ ჩხაიძე.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – მაკა გორგოძე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – ივანე აღნიაშვილი, ნანა ჭიჭილეიშვილი.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია – მაკა გველესიანი, ლელა კალიჩენკო, გიორგი კერატიშვილი.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – თამარ ბურჯანაძე, გიორგი გოგიჩაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე, ქეთევან კუჭავა, ლევან მიქაბერიძე, ნათია შიოშვილი, თამარ ჩიხლაძე, შორენა წიქარიძე, მაკა ჭედია, ელისო ტუკვაძე.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – ეკატერინე გაბრიჩიძე, ნათია გუდაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – დავით მამისეიშვილი.

12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – გოჩა დიდავა.

13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში – მანანა ნიკაჭაძე.

14. გურჯაანის რაიონული სასამართლო – დევი დევიძე.

15. ზუგდიდის რაიონული სასამართლო – ირაკლი აბშილავა, დავით გელაშვილი.

16. თელავის რაიონული სასამართლო – ზვიად შარაძე.

17. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – ვასილ მშვენიერაძე.

18. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – ეკატერინე ყანჩელი.

19. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – მამია ფხაკაძე.

20. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში – ირინე ტყეშელაშვილი.

21. სამტრედიის რაიონული სასამართლო – ლევან მეშველიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0