იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) შეფასების მისიის საქართველოში ვიზიტს ეძღვნება. ალექსანდრე ბარამიძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მართლმსაჯულების სფეროში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
უზენაეს სასამართლოში მიმდინარე კონფერენციას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) პრეზიდენტი გეორგ სტავა, სასამართლო ხელისუფლებისა და „CEPEJ“-ის შეფასების მისიის წარმომადგენლები.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
20/09/2017