იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

20/09/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა)“ ცვლილება ნომერი ორი“.
2015 წლის 22 დეკემბერს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებას „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“.
საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს გამოუყო 6 018 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი, იმ პირობით, რომ აღნიშნული საგრანტო თანხა შესაძლოა USAID-ის მხრიდან გაზრდილიყო, ან შემცირებულიყო. შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი სამი მიმართულებით:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები;
დემოკრატიული მმართველობა;
სამოქალაქო საზოგადოება.
წარმოდგენილი საგრანტო შეთანხმება ითვალისწინებს USAID-ის მხრიდან ჯამური საგრანტო თანხის გაზრდის შესაძლებლობას 5,594,350 აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ 25 087 767 აშშ დოლარიდან 30 682 117 აშშ დოლარამდე და ფინანსური გეგმის შესაბამისად განახლებას.წარმოდგენილი საგრანტო შეთანხმება ითვალისწინებს USAID მხრიდან ჯამური საგრანტო თანხის გაზრდის შესაძლებლობას 5 594 1350 აშშ დოლარის ოდენობით კერძოდ 25 087 767 აშშ დოლარიდან 30 682 117 დოლარამდე;
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ასევე განიხილა „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენცია.
კონვენციასთან მიერთების მიზანშეწონილობა განპირობებულია საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებით.
კონვენცია აწესრიგებს ბირთვული ავარიების და რადიაციული ავარიული სიტუაციების შემთხვევაში საერთაშორისო დახმარების აღმოჩენისა და მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კონვენციის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0