იტალიის პრეზიდენტის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა

16/07/2018

საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა. საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობის შესახებ ისაუბრეს და ქართველ და იტალიელ ხალხს წინსვლა უსურვეს. ვახშამს იტალიის პრეზიდენტის ქალიშვილი ლაურა მატარელა და სახელმწიფო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0