ის რასაც თქვენ ქმნით უნდა გავიდეს გარეთ და გაიცნოს ბევრმა ადამიანმა

16/03/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექანდრე მოწერელია, მოადგილე კობა ქანთარიასთან და ზუგდიდის მერის პირველ მოადგილე გიორგი შენგელიასთან ერთად, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში ადგილობრივ მხატვრებს შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა მხატვრებთან შეხვედრაზე დეტალურად განიხილა სფეროში არსებული პრობლემები და საჭიროებები. ალექსანდრე მოწერელიამ მხატვრებს სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის მიღებისა და რეგიონში გამოფენების გამართვის საკითხებზე ესაუბრა.

“გამოფენა-გაყიდვები უნდა მოვაწყოთ, არამარტო რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის რასაც თქვენ ქმნით უნდა გავიდეს გარეთ და გაიცნოს ბევრმა ადამიანმა, ამაში ჩვენ დაგეხმარებათ. თქვენი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა უნდა მოვაწყოთ საზღვარგარეთ. ჩვენ ვგეგმავთ იტალიაში კოლხური დღეების გამართვას, სადაც მოხდება თქვენი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა” – განაცხადა შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0