ის პროგრესი, რომელიც კვლევამ აჩვენა ადასტურებს, რომ განვითარების აბსოლუტურად სწორი გზა გვაქვს არჩეული

26/10/2016

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური Doing Business-ის 2017 წლის ანგარიშს გამოეხმაურა:

„მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო ბანკის კვლევა ბიზნესის კეთების სიმარტივესთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის ჯანსაღი, სწორი, გააზრებული და თანმიმდევრული.
ის პროგრესი, რომელიც კვლევამ აჩვენა ადასტურებს, რომ განვითარების აბსოლუტურად სწორი გზა გვაქვს არჩეული და ინვესტორთათვის უფრო მიმზიდველი ქვეყანა ვხდებით, რაც ძალიან ბევრი კარგი პროცესის დასაწყისია.
Doing Business-ის რეიტინგი ემყარება სხვადასხვა ინდიკატორს, რომლებშიც ჩვენ საკმაოდ სერიოზული პროგრესი გვაქვს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0