ისე გავიგე, როგორც თქვა

21/09/2016

ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორ გაიგო მან პაატა ბურჭულაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით ბურჭულაძე თბილისშია გაზრდილი, სადაც სხვანაირი პასუხის მოთხოვნა იციან.

“ისე გავიგე, როგორც თქვა. კომენტარი არ მაქვს ამაზე”, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მე ვარ თბილისში გაზრდილი და ცოტა სხვანაირად ვიცი პასუხის მოთხოვნა. სასამართლოში ჩვენი ჩივილი ამის თაობაზე, ჩემი აზრით, არ იქნება თბილისურად ლამაზი. თბილისში, სადაც მე გავიზარდე, სასამართლოში არ მიდიან. მე მივყვები იმ ხაზს, რომ თუ არ მოიხდის ბოდიშს, ის დამნაშავეა. ღმერთმა შეუნდოს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0