ირაკლი შოთაძე ჩინეთში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას დაესწრო

20/09/2017

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილესთან გიორგი გოგაძესთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 22-ე ყოველწლიურ კონფერენციას და ასოციაციის წევრთა გენერალურ შეხვედრას დაესწრო.
ქ. პეკინში გამართულ ღონისძიებებს მსოფლიოს ყველა რეგიონიდან პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი ორგანიზაციების 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. რეგიონში მართლმსაჯულების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს პროკურატურა და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის გერჰარდ იაროშის მიერ დაჯილდოვდა. კონფერენციაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა საპროკურორო უწყებები საზოგადოების კეთილდღეობის სამსახურში, მსოფლიოს საპროკურორო უწყებების წინაშე არსებული გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები, ციფრული დანაშაულის ეპოქაში სპეციალიზირებული საერთაშორისო ქსელების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა სისხლისსამართლის პოლიტიკის წარმოებისას და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0