ირაკლი შოთაძემ საქართველოს მთავარ პროკურატურაში კრიმინოლოგთა საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

18/09/2017

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, მოადგილეებთან ერთად საქართველოს მთავარ პროკურატურაში კრიმინილოგთა საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. საკონსულტაციო საბჭო საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და სხვადასხვა უნივერსიტეტებში და სამეცნიერო დაწესებულებებში მოღვაწე კრიმინოლოგიის პროფესორებისა და დოქტორანტებისგან დაკომპლექტდა. საკონსულტაციო საბჭო მთავარი პროკურორის სათათბირო ორგანო იქნება და პროკურატურის სისტემას მნიშვნელოვან ინტელექტუალურ დახმარებას გაუწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0