საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს, დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. სტუმრების პატივსაცემად სადილი მთაწმინდაზე გაიმართა.
პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირები არაფორმალურ გარემოში განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს სადილზე უმასპინძლა
18/07/2023