ირაკლი ღარიბაშვილმა ტაშკენტის ტექნოპარკი დაათვალიერა

18/07/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ტაშკენტის ტექნოპარკში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა, დელეგაციასთან ერთად ტექნოპარკი დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.
ირაკლი ღარიბაშვილს ტექნოპარკის ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ჟამშიდ ხოჯაევმა, ტექნოპარკის დირექტორმა სარვარ ახადოვმა და ტაშკენტის მერმა ჯახონგირ არტიკხოჯაევმა მიაწოდეს. ტაშკენტის ტექნოპარკი 2019 წელს დაარსდა და ტექნიკურ, ელექტრონულ, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო პროდუქციას აწარმოებს. აღნიშნული პროდუქცია ორიენტირებულია, როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზარზე. ტექნოპარკის ტერიტორიაზე 13 საწარმოო ობიექტი ფუნქციონირებს და 5 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0