ირაკლი ღარიბაშვილმა კიევში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და ჰოლოდომორის მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას

22/08/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურმა ასევე პატივი მიაგო ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას. მემორიალთან პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0