ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ახლად მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

Saturday July 15th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლად მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა – მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სტადიონები და ფრენბურთისთვის განკუთვნილი ქვიშის მოედანი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 905 555 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ოთხი სხვადასხვა დანიშნულების სპორტული მოედნის მოწყობის გარდა, განხორციელდა შიდა პერიმეტრზე ბეტონის საფარის ბილიკების დაგება, ტერიტორიის შემოღობვა, განათებების დამონტაჟება და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. პრემიერ-მინისტრთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0