საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ხრისტოდულიდესის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ირაკლი ღარიბაშვილი კვიპროსის პრეზიდენტს რეიკიავიკში შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკაზე იმსჯელეს. აღინიშნა ქვეყნების ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.
ირაკლი ღარიბაშვილი კვიპროსის პრეზიდენტს შეხვდა
18/05/2023