ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა

18/05/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემებს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი, შევსებული კითხვარი და კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის საქართველოს მზაობის შესახებ ევროკომისიის დასკვნა წარმოადგენდა. ასევე, ისაუბრეს კითხვარის შევსების სამუშაო პროცესზე, რაც ქვეყანამ ვადაზე ადრე, წარმატებით განახორციელა და იმ მნიშვნელოვან შემდეგ ეტაპებზე, რაც საქართველომ უნდა გაიაროს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0