საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ნურ-სულთანის, ნურსულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იერმუხამბეტ კონუსპაევმა გააცილა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს და პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა
27/07/2022