რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს საქართველოში შეინ როზენტალის და პორტფელის მართვის სპეციალისტს კამელ ბუმადის შეხვდა. მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარების პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს ADB-ის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტები და მომავალი სტრატეგიული მიმართულებები, ასევე მიმოიხილეს წყლისა და წყალარინების სექტორული განვითარების პროგრამის მეორე ტრანშით გათვალისწინებული საკითხების პროგრესი.
ირაკლი ქარსელაძე შეინ როზენტალის და კამელ ბუმადის შეხვდა
27/10/2021