ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

04/04/2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილესთან, შაოჰონგ იანგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილეს, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის დაფინანსებით და მხარდაჭერით ხორციელდება. საუბარი შეეხო როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებისა და მუნიციპალური განვითარების სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც, ფაქტობრივად, სამინისტროს საქმიანობის ყველა მიმართულების განვითარებაში არის ჩართული.
თავის მხრივ, შაოჰონგ იანგმა მაღალი შეფასება მისცა ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების პროგრესსა და მათი განვითარების პროცესში საქართველოში დაგროვილ გამოცდილებას, რაც საფუძველი გახდება აზიის განვითარების ბანკის ახალი მიდგომებისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის. შეხვედრის მხარებმა იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფო გაღრმავებასა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზეც. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი, საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კამილ ბოუმედი, საქართველოს მისიისა და ბანკის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0