მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრინიოს დრაკინოსმა, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ისაუბრეს. ალკის დრაკინოსი, კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე, კატარინა ბიორლინ ჰანსენს 1 სექტემბრიდან შეცვლის. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ EBRD-ის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე და კავკასიაში EBRD-ის ამჟამინდელი რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი. შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს EBRD-ისთან თანამშრომლობის შედეგებზე და განიხილეს სამომავლო გეგმები და პერსპექტივები. მინისტრმა სტუმრებს გაუზიარა ინფორმაცია ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების პროგრესის და ბიუჯეტის შესრულების შედეგების შესახებ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მხარდამჭერია.
EBRD-ის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც სამინისტროსთან თანამშრომლობის, ისე პროექტების განვითარების შედეგები და გამოხატეს საგზაო, წყლის, ნარჩენების მართვის და კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშემწყობ რეგიონულ პროექტებში უფრო აქტიურად მონაწილეობის მზადყოფნა. შეხვედრის ბოლოს, ირაკლი ქარსელაძემ კატარინა ბიორლინ ჰანსენს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, და ალკის დრაკინოსს კი, ახალ-ახალ თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ირაკლი ქარსელაძემ კავკასიაში EBRD-ის ახალ რეგიონულ დირექტორთან მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა
05/07/2023