დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს ყოფილმა კოლეგამ, ირაკლი შოლაშვილმა წარუდგინა. მათ „რთველი 2016 „ შტაბი მოინახულეს და რეგიონში რთველის მინდინარეობის პროცესს გაეცნენ. ირაკლი ქადაგიშვილმა სოფელ კურდღელაურში ელგუჯა მარკოზაშვილის ოჯახის რთველში მიიღო მონაწილეობა , მევენახეებს გაესაუბრა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში, „ჭანდარის ღვინის ქარხანაში“ ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო. გუბერნატორმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ირაკლი ქადაგიშვილი „ჭანდარის ღვინის ქარხანაში“ ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო
19/09/2016