ირაკლი ტაბაღუა ,,რუსთავის წყალის’’ წარმომადგენლებს შეხვდა

01/12/2017

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა იაღლუჯის ქუჩაზე მივიდა, სადაც წყალსადენის დაზიანების გამო ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეექმნა.
კომპანია ,,რუსთავის წყალი’’ მილსადენზე სამუშაოებს ატარებს. რეაბილიტაციის დროს მომხდარი დაზიანების გამო დაიტბორა ტერიტორია და წყალი საცხოვრებელი სახლების სარდაფებშიც ჩავიდა.
რუსთავის მერი ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას და მოსახლეობასაც გაესაუბრა. ირაკლი ტაბაღუა ,,რუსთავის წყალის’’ წარმომადგენლებსაც შეხვდა და პრობლემის დროულად მოგვარება სთხოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0