ქვეყნის თავადაცვის პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებთან და ოფიცერთა კორპუსის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, თადაცვისა და უშიშროების კომიტეტს ტრადიციად აქვს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებთან შეხვედრა, სადაც მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობენ. ირაკლი სესიაშვილმა სტუმრებს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესები გააცნო, ისაუბრა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციაზე. მან ყურადღება გაამახვილა ნდობის ჯგუფის, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის ძლიერი ორგანოს საქმიანობასა და უფლებამოსილებაზე.
„ჩვენი ჯარი არის დეპოლიტიზებული, ამიტომ დღეს მე პოლიტიკურ საკითხებზე არ ვისაუბრებ, საერთო ეროვნულ ინტერესებზე ვისაუბროთ და შევთავაზოთ ერთმანეთს უკეთესი იდეები ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით“, – მიმართა ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის აკადემიის მსმენელებს და ოფიცრებს.
ირაკლი სესიაშვილმა სტუმართა შეკითხვებს უპასუხა.