ირაკლი ნადირაძემ და სევდია უგრეხელიძემ საკრებულოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

08/12/2016

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობა-თბილისი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარეებმა ირაკლი ნადირაძემ და სევდია უგრეხელიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
საკრებულოს წევრების განცხადებით, შპს „პრიმერა გოლდ ენდ რეზიდენციმ“ თბილისის მერიისგან 15 წლის ვადით 450 000 ლარის ინვესტიიციის სანაცვლოდ კრწანისის რაიონში მდებარე 19 747 კვ.მ გამწვანებული ტერიტორიის სარგებლობის უფლებით გადაცემა მოითხოვა.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, კომპანია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მითითების შემთხვევაში, მზადყოფნას გამოთქვამს, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა განახორციელოს, რომელიც წარმოდგენილი პროექტით ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული.
„მიგვაჩნია, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ სქემასთან და მოვუწოდებთ საკრებულოს წევრებს, რათა საკითხის თბილისის წარმომადგენლობით ორგანოსთვის შესათანხმებლად წარდგენის შემთხვევაში, მხარი არ დაუჭირონ მას“,-განაცხადეს საკრებულოს წევრებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0