გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი მონადირეთა და მეთევზეთა საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. მხარეებმა უკანონო თევზჭერისა და ნადირობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ იმსჯელეს. ირაკლი მუკნიაშვილმა საინიციატივო ჯგუფს საკანონმდებლო ცვლილებები, ადამიანური რესურსების ზრდისა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესები გააცნო.
მხარეებმა არსებული პრობლემებზე იმსჯელეს, საინიციატივო ჯგუფმა მზაობა გამოთქვა კანონდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობასა და ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაზე.
ირაკლი მუკნიაშვილი მონადირეთა და მეთევზეთა საინიციატივო ჯგუფს შეხვდა
20/01/2019