ირაკლი მეძმარიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რწმუნებულის მოადგილეებთან და რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

01/03/2023

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა, კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის მიმართულებებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რწმუნებულის მოადგილეებთან და რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა ის მუნიციპალური პროგრამები და სერვისები განიხილეს, რომლებიც ახალგაზრდობის საკითხებზეა ორიენტირებული. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წარმომადგენლები ტექნოპარკში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სათათბიროს წევრებს შეხვდენენ, სადაც ახალგაზრდობის მიმართ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე ღია დისკუსია გაიმართა, დაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0